საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე, თურქულ ანკარა კოლეჯლილერში გადავიდა.
ინფორმაციას თურქული კლუბი, თავის ოფიციალური ტვიტერის გვერდზეც ადასტურებს.
2014-15 წლების სეზონში კოლეჯლილერმა თურქეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
სანიკიძე განვლილ სეზონში რუსული უნიქსის ღირსებას იცავდა.