17 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო - საპასუხო მატჩები

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება.

განსაკუთრებულ ინტერესს დონეცკის შახტარისა და სტამბოლის ფენერბახჩეს თამაში იწვევს. თურქეთში ამ გუნდების პირველი შეხვედრში, რომელიც უგოლოდ დასრულდა, უკეთ უკრაინული გუნდი გამოიყურებოდა. განმეორებითი მატჩის წინ შახტარმა ქვეყნის ჩემპიონატში გოვერლას 2:0 მოუგო და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. ფენერბახჩე კი ლვოვში, მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორე ოფიციალურ მატჩს გამართავს.

მომდევნო ეტაპზე გასვლის იმედს არ კარგავს ყარაბახი, რომელიც პირველ მატჩში გლაზგოში მინიმალური სხვაობით (0:1) დამარცხდა სელტიკთან. აზერბაიჯანული კლუბის მთავარი მწვრთნელის გურბან გურბანოვის თქმით, გუნდისთვის მშობლიურ სტადიონზე უმნიშვნელოვანესი გულშემატკივართა მხარდაჭერაა. ბრიტანელები თავის მხრივ შეეცდებიან მომდევნო ეტაპის საგზური მატჩის დასაყისშივე გაინაღდონ.

„ბაქოში უნდა შევუტიოთ და პირველებმა გავიტანოთ. ამის შემდეგ, შეხვედრის ჩვენს სასარგებლოდ დასრულება არ გაგვიჭირდება“, - აცხადებს შოტლანდიელთა ნახევარმცველი სტეფან იოჰანსენი.

გაუჭირდება მომდევნო ეტაპზე გასვლა მოსკოვის ცსკა-ს, რომელმაც რუსეთში გამართული მატჩი პრაღის სპარტას წინააღმდეგ ფრედ 2:2 დაასრულა. ახლა მიზნის მისაღწევად ფრე 0:0 ან 1:1-იც კი აწყობთ.

„ისევე პოზიტიურად უნდა მივუდგეთ საქმეს, როგორც მოსკოვში. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა დავასრულოთ შეხვედრა უგულოდ“, - აცხადებს სპარტას ფეხბურთელი დავიდ ლაფატა.

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დღეს 11 მატჩი გაიმართება:

ასტანა - ჰიკ (0:0)

ყარაბახი - სელტიკი (0:1)

სპარტა პრაღა - ცსკა მოსკოვი (2:2)

ბატე - ვიდეოტონი (1:1)

ბაზელი - ლეხი (3:1)

ბრიუგე - პანათინაიკოსი (1:2)

მალმიო - ზალცბურგი (0:2)

პარტიზანი ბელგრადი - სტიაუა (1:1)

შახტარი დონეცკი - ფენერბახჩე (0:0)

სკენდერბიუ - მილსამი (2:0)

ვიქტორია პლზენი - მაკავი თელ ავივი (2:1)

დღის ამბები