ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მაკედონიურმა რაბოტნიჩკმა 1:0 დაამარცხა შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი ტრაბზონსფორი. თურქული კლუბის გულშემატკივრები აეროპორტში დახვდენენ გუნდს. ისინი სკანდირებდნენ - „შოთა გვიყვარხარ.“
თუმცა, იყვნენ მარცხის გამო გაბრაზებული გულშემატკივრებიც.
არველაძე შეეცადა, ფანების ორ ნაწილს შორის დაპირისპირება თავიდან აეცილებინა. ის შუაში ჩადგა და ორივე მხარეს მოუწოდა დამშვიდებულიყვნენ და ტრაბზონსფორისთვის დაეჭირათ მხარი.
საბოლოოდ პოლიციამ მოახერხა სიტუაცია დარეგულირება.
საპასუხო მატჩი თურქეთში ხვალ გაიმართება.
ვიდეო სოციალურ ქსელებში ვრცელდება.