17 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის სლოვენიაში ემზადება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სლოვენიის ქალაქ პოდჩეტრტეკში შეიკრიბა და ევროპის ჩემპიონატისთვის ინტენსიურად ემზადება.

სწორედ სლოვენიაში შეურეთდა გუნდს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და ახლა გუნდი უშუალოდ მთავარი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ემზადება.

ნაკრებთან ერთადაა კაპიტანი, ზაზა ფაჩულია და ნატურალიზებული ამერიკელი ჯეიკობ პულენი.

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა, გუშინ პირველი ამხანაგური მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ჩაატარა და 78:73 დაამარცხა. 
იგორ კოკოშკოვის გუნდი, ბოსნიის ნაკრებთან მეორე სპარინგ მატჩს დღეს გამართავს.

დღის ამბები