რობერტ ლევანდოვსკის გოლის წყალობით, მიუნჰენის ბაიერნმა აუდის თასის ფინალში, მადრიდის რეალს მოუგო.
“კარგია, რომ მოვიგეთ. თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ მომზადების ეტაპზე ვართ. ვფიქრობ, აუდის თასზე გამართული ორი მატჩი ფეხბურთელებს თავდაჯერებულობას შემატებს”, - განაცხადა მატჩის შემდეგ ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მათიას ზამერმა.
ფინალამდე მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში ტეტენჰემმა მილანი 2:0 დაამარცხა. . მე-8-ე წუთზე გოლი ნასერ ჩადლიმ გაიტანა, შეხვედრის დასრულებამდე 20 წუთით ადრე კი ტომას კეროლმა მეორედ აიღო მილანის კარი.
აღსანისნავია, რომ მილანმა აუდის თასზე ხუთი გოლი გაუშვა და ვერცერთის გატანა ვერ მოახერხა.
ვიდეოს მადრიდის რეალი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.