ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეკორდსმენი ზუსტად შესრულებული სამქულიან სროლებში, კარიერის განახლებას არ გამორიცხავს.
„არასოდეს მითქვამს, რომ კალათბურთიდან მივდივარ. მზად ვარ განვიხილო ნებისმიერი სერიოზული წინდადება და მოედანზე გავიდე“, - განაცხადა 40 წლის რეი ალენმა.
ვეტერანმა კალათბურთელმა მთლიანად გამოტოვა გასული სეზონი. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ის ამ ხნის განმავლობაში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.
წყარო: Нartford Courant.