გასული თვის მსგავსად ფიფას რეიტინგს არგენტინის ნაკრები ლიდერობს. თუმცა, ამჯერად მეორე ადგილს, არა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, არამედ ბელგიის ნაკრები იკავებს.
საქართველოს ნაკრების პოზიცია რეიტინგში ერთი საფეხურით გაუარესდა და ახლა კახა ცხადაძისმიერ გაწვრთნილი გუნდი 154-ე ადგილზე იმყოფება.
გერმანიის ნაკრებს, რომელსაც გასულ თვეში თამაში არ ჩაუტარებია, ფიფას წესების თანახმად 185 ქულა ჩამოერთვა.
საფეხბურთო ორგანიზაციის რეგულაციების მიხედვით, მნიშვნელოვნად კლებულობს ერთი წლის წინ მიღწეული შედეგების ღირებულება. სწორედ ამიტომ რეიტინგის თვალსაზრისით ბრაზილიაში მეღწეული წარმატება, იოახიმ ლიოვის გუნდისთვის გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე 11 თვის წინ.
ამ წესის გამო, ჰოლანდიის ეროვნული გუნდი საერთოდ პირველი ათეულის მიღმა აღმოჩნდა და ახლა მე-12 ადგილზეა.
აღსანიშნავია უელსის წარმატება, რომელმაც ისტორიაში პირველად მიაღწია მე-9-ე ადგილს.
ფიფას რეიტინგის ტოპ ათეული ასეთია:
1 (1*). არგენტინა – 1425
2 (3). ბელგია – 1244
3 (2). გერმანია – 1226
4 (4). კოლუმბია – 1218
5 (6). ბრაზილია – 1186
6 (7). პორტუგალია – 1177
7 (8). რუმინეთი – 1166
8 (9). ინგლისი – 1157
9 (10). უელსი – 1155
10 (11). ჩილე – 1124