დღეს ანხელ დი მარიამ პარი სენ-ჟერმენთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
საფრაგეთის ჩემპიონი მანჩესტერს ფეხბურთელის სანაცვლოდ 46 მილიონ ფუნტს გადაუხდის.
არგენტინელის სატრანსფერო ფასი ლუი ვან გაალმა 3 მილიონი ფუნტით მას შემდეგ გაზარდა, რაც დი მარიამ პსჟ-ს მფლობელთან ერთად დოჰაში ფოტო გადაიღო. იმ პერიოდისთვის მოლაპარაკებები ორ კლუბს შორის დასრულებული არ იყო და დი მარიას არ ჰქონდა ყატარში ჩასვლის უფლება.
27 წლის არგენტინელ ნახევარმცველს პარიზში დღეს წარადგენენ. უკვე ცნობილია, რომ ის 11 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ტრანსფერი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მანჩესტერ იუნაიტედმაც დაადასტურა .
წყარო: PSG.fr