გერმანიაში სოციალურ ქსელში დაწყებული აქციის შედეგად, 8 წლის ბავშვს, მიუნჰენის ბაიერნი ოცნებას აუხდენს.
ლენი ქვედა კიდურის გარეშე დაიბადა. ის მიუნჰენური გუნდის გულშემატკივარია.
8 წლის ბავშვის ოცნება იყო შეხვედროდა საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს. როდესაც ამის შესახებ გერმანელმა პარაოლიმპიელმა, ჰაინრიხ პოპოვმა გაიგო, სოციალურ ქსელში ლენის ფოტო გააზიარა თხოვნით - დახმარებოდნენ ბაიერნის ფეხბურთელებთან შეხვედრის ორგანიზებაში.
მას სწრაფადვე გამოეხმაურა ჟერომ ბოატენგი და დახმარებას დაპირდა.
აქციამ ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ ორ დღეში ლენის სურათი 116 000 ჯერ გააზიარეს. მეტიც, მასში ბაიერნის ყველაზე დიდი კონკურენტის, დორტმუნდის ბორუსიის ფეხბურთელი, კევინ გროსკროიციც ჩაერთო. თავისი ინსტაგრამის გვერდზე დორტმუნდელმა დაწერა - „სხვადახვა ფერები მოგვწონს, მაგრამ ამ საქმეში ერთად ვართ“.
სიციალურ ქსელში დაწყებული აქციის შედეგად, ლენი ბუნდესლიგის მესამე ტურში, ალიანც არენაზე ლევერკუზენის ბაიერის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ მოედანზე ბაიერნის ფეხბურთელებთან ერთად გავა.
წყარო:Bild.de