მიუხედავად იმისა, რომ წინასწარი ინფორმაციით რუსეთის კალათბურთის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებიდან 8-9 აგვისტომდე არ მოიკვეთებოდნენ, ფიბამ სადამსჯელო სანქციები მაინც აამოქმედა.
დღეს დაიწყო ევროპის ჩემპიონატი კალათბურთიში 16-წლამდელთა შორის და რუსეთის ნაკრები, რომელსაც ტურნირში უნდა ეასპარეზა, ლიტვაში არ ჩასულა, ხოლო კალენდრით გათვალისწინებულ პირველ შეხვედრაში თურქეთთან 0:20 წაგება ჩაეთვალა. ასე იქნება ყველა მომდევნო შეხვედრაში, რადგან რუსეთის ნაკრები ფიბას მიერ ორგანიზებული ტურნირებიდან მოკვეთილია.
ლიტვაში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე ვერ იმუშავებენ ვერც რუსი მსაჯ-კომისრები.
ფიბას მოთხოვნა ერთმნიშვნელოვანია - რუსეთში გაიმართოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გამოავლენს პრეზიდენტს, ვისაც რუსეთის საკალათბურთო საზოგადოების ნდობის მანდატი ექნება.
ფოტო:sportingnews.com