ქართველმა ძიუდოსიტებმა ბაგრატ ნინიაშვილმა და რობინზონ ბეგლარაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინაში მსოფლიოს ჩემპიონატზე კადეტთა შორის, მედლები მოიპოვეს.
66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ნინიაშვილმა ფინალამდე რუმინელი, მოლდოველი, იაპონელი და თურქი სპორტსმენი დაამარცხა.ფინალში კი იტალიელ ჯოვანი ესპოზიტოსთან წააგო.
ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რობინზონ ბეგლარაშვილმა. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალამდე რუმინელი, ჰოლანდიელი და იტალიელი სპორტსმენი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბრაზილიელ მარსელინიოსთან დამარცხდა. რეპეშაჟში ბეგლარიშვილმა, აზერბაიჯანელ მაჰამად ჰაიევს მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია.