პრემიერლიგის ახალ სეზონი მანჩესტერ უნაიტედის და ტოტენჰემის დაპირისპირებით დაიწყება.
ლუი ვან გაალს არ სურს განმეორდეს გასული სეზონის გახსნით მატჩში მომხდარი სენსაცია, როდესაც მანჩესტერმა საკუთარ სტადიონზე სვონსისთან წააგო.
თუმცა, შარშანდელის მსგავსად, პრობლემები იუნაიტედს ახლაც ბევრი აქვს. დევიდ დე ხეა ვერ ახერხებს ფეხბურთზე კონცენტრირებას მის მიმართ რეალის ინტერესის გამო. ბასტიან შვაინშტაიგერმა ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ მისი ფიზიკური მომზადება არ არის სათანადო დონეზე.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ თუ უეინ რუნიმ მიიღო ტრავმა ან უბრალოდ თამაში არ წაუვიდა, ვან გაალის არ ყავს გუნდის კაპიტნის ღირსეული შემცვლელი.
სწორედ ამიტომ ბრიტანულ პრესაში სულ უფრო აქტიურად წერენ მანჩესტერის დღევანდელი მეტოქის ოლდ ტრაფორდზე გადაბარგების შესახებ. მირორის ინფორმაციით, იუნაიტედი მზადაა ტოტენჰემს ჰარი კეინის სანაცვლოდ 71 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.
პრემიერლიგაში დღეს 6 მატჩი გაიმართება.
მანჩესტერი - ტოტენჰემი
ბორნმუთი - ასტონ ვილა
ევერტონი - უოტფორდი
ლესტერი - სანდერლენდი
ნორვიჩი - კრისტალ პალასი
ჩელსი - სვონსი
გთავაზობთ ინგლისის ჩემპიონატის პირველ ტურში გასულ საუკეთესო გოლებს, რომელსაც პრემიერლიგის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.