გუშინ დანიის სუპერლიგის მე-4-ე ტურის მატჩში, ორჰუსის თავდამსხმელმა, მათე ვაწაძემ გოლი გაიტანა.
ვაწაძემ მეტოქის კარი 61-ე წუთზე აიღო. მიმდინარე ჩემპიონატში ფეხბურთელს 3 გოლი აქვს გატანილი.
ოდენსესა და ორჰუსს შორის გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
4 ტურის შემდეგ ორჰუსი 8 ქულით, დანიის სუპერლიგაში მეორე ადგილზეა.
ვიდეო: Dailymotion.com