კეი ნიშიკორიმ ვაშინგტონის პრესტიჟული ტურნირის ფინალში, ამერიკელი ჯონ ისნერი დაამარცხა – 6:4, 6:4, 6:4.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ნიშკორიმ ისნერის დამარცხება ამერიკელი ჩოგბურთელის მიერ მოწოდებული 18 ეისის მიუხედავად მოახერხა.
ნიშიკორი გახდა პირველი აზიელი ჩოგბურთელი, რომელმაც ვაშინგტონის ტურნირის მოგება მოახერხა. იაპონელისთვის ეს მე–10 ტიტულია.
შეერთებული შტატების დედაქალაქში მოპოვებული ქულების წყალობით, კეი ნიშიკორი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი გახდა.
წყარო: eurosport