ბასტიან შვაინშტაიგერს სურს ახალი თანაგუნდელები ოქტობერფესტზე დაპატიჟოს და თავისი სამშობლო გააცნოს.
„რუნის ვუთხარი, რომ თუ დრო გვექნება სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში სიამოვნებით დავპატიჟებდი მთელს გუნდს მიუნჰენში. თუმცა, არ ვიცი რამდენად დაგვრთვას ამის ნებას ჩვენი მწვრთნელი“, – განაცხადა შვაინშტაიგერმა.
თავად ვან გაალს აქვს ოქტობერფესტში მონაწილეობის გამოცდილება. ბაიერნის მთავარი მწვრთნელობისას ის ფესტივალს ყოველწლიურად ესწრებოდა.
წყარო: SPORT1.de