დინამო არენაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იქნება მიღებული.
უეფას სუპერთასის საორგანიზაციო კომიტეტი გულშემატკივრებს მოუწოდებს შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიდნენ სტადიონზე.
დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ფანზონები, სადაც შესაძლებელი იქნება უეფას ატრიბუტიკის შეძენა, იგეგმება სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებიც.
ბარსელონა პირველ ვარჯიშს დინამო არენაზე 21:00 საათზე გამართავს.