17 ნოემბერი 2024,   11:42
ვრცლად
UEFA-ს სუპერთასი - გუნდებმა დინამო არენაზე ივარჯიშეს

ამ წუთებში ბარსელონა დინამო არენაზე ვარჯიშობს. კლუბის  ხემძღვანელობის მოთხოვნით ფეხბურთელების ვარჯიში ჟურნალისტებისთვის დაიხურა.

ცოტა ხნის წინ დასრულდა ბლაუგრანას მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია.

"ისტორიული მატჩია ჩვენთვის. ვეთამაშებით უძლიერეს გუნდს და არ მიმაჩნია სწორად ფავორიტის დასახელება. ნეიმარი და ხორდი ალბა არ გვეყოლება, თუმცა შევეცდებით ამ ფეხბურთელების გარეშეც ვაჩვენოთ საუკეთესო თამაში და გამარჯვება მოვიპოვოთ." განაცხადა ლუის ენრიკემ.

ევროპალიგის გამარჯვებულმა სევილიამ უკვე ივარჯიშა. გუნდის მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი დარწმუნებულია, რომ გუნდები მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებენ.  

"ბარსელონა ჩვენთვის მართლაც უხერხული მეტოქეა და უკანასკნელი 19 შეხვედრაა ამ გუნდისთვის არ მოგვიგია. შესაძლოა ეს ფაქტი ჩემი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციაც იყოს, გუნდი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, მაგრამ შევსებაც მივიღეთ და ვიმედოვნებ ხვალ ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას მოვახერხებთ და ბარსელონას დავამარცხებთ," - განაცხადა უნაი ემერიმ.

მატჩზე დასასწრებად თბილისში UEFA-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი ჩამოვიდა, რომელიც ხვალ გამარჯვებულ გუნდს თასს გადასცემს.

სუპერთასის შეხვედრა დინამო არენაზე ხვალ 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

 

დღის ამბები