17 ნოემბერი 2024,   11:39
ვრცლად
გერმანიის თასის მორიგი სკანდალი

ოსნაბრუკში გამართული მატჩის 71–ე წუთზე მსაჯს ტრიბუნებიდან ნასროლი სანთებელა თავში მოხვდა, რის გამოც შეხვედრის დასრულება ვერ მოხერხდა. მატჩის დასრულებამდე 19 წუთით ადრე ოსნაბრუკი ლაიფციგს მინიმალური ანგარიშით (1:0) ამარცხებდა. მსაჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ეს გერმანიის თასის მიმდინარეობისას დაფიქსირებული მეორე სკანდალია. ორი დღის წინ ბილეფილდში არმინისსთან მატჩზე მიმავალ ბერლინის ჰერტას ავტობუსს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა. ამიტომ შეხვედრაზე დედაქალაქური კლუბი ფეხბურთელები პოლიციამ მიაცილა. მატჩი ჰერტამ სოლომონ კალუსა და ვლადიმირ დარიდას გოლებით მოიგო.

გერმანიის თასზე კიდევ ორი მატჩი გაიმართა - ნიურნბერგმა გასვლით შეხვედრაში თერთმეტმეტრიანების სერიაში ალენი დაამარცხა, მიონხენგლადბახის ბორუსიამ კი სტუმრად ზანკტ პაულის მოუგო – 4:1.

 

 

 

წყარო: BILD

 

დღის ამბები