17 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
ჯოკოვიჩი – „მონრეალში ყველას თანაბარი შანსი აქვს“

ნოვაკ ჯოკოვიჩს, რომელმაც სამ ჯერ მოიგო მონრეალის როჯერსის თასი, საკუთარი თავი ფავორიტად არ მიაჩნია.

„მონრეალში სიამოვნებით ჩამოვდივარ. ტურნირისთვის კარგად მოვემზადე, მაგრამ ვგრძნობ, რომ კონკურენცია ძალიან დიდი იქნება“, – განაცხადა ჯოკოვიჩმა.

სერბი ჩოგბურთელი მატჩს დღეს ტომაშ ბელუჩის წინააღმდეგ გამართავს.

ჯოკოვიჩმა მონრეალის ტურნირი 2007, 2011 და 2012 წლებში მოიგო.

როჯერსის თასის საპრიზო ფონდი 4 მილიონ დოლარს აღემატება.

 

 

 

 

წყარო: rogerscup.com

დღის ამბები