17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
UEFA-ს სუპერთასი - ესპანური ფინალი თბილისში

საქართველოს დედაქალაქი დღეს სპორტული სამყაროს ყურადღების ცენტრშია. თბილისი UEFA-ს სუპერთასს მასპინძლობს. ერთმანეთს ბარსელონა და სევილია დაუპირისპირდებიან.

დინამო არენაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

სუპერთასის მატჩის დაწყებამდე, დინამო არენაზე შეხვედრის გახსნითი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

თბილისში სუპერთასის გათამაშებას მიშელ პლატინიც დაესწრება, რომელიც საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. UEFA-ს პრეზიდენტი სუპერთასის მატჩის მონაწილე გუნდებს დააჯილდოვებს.

შეხვედრა თბილისის დროით  22.45 საათზე დაიწყება.

დღის ამბები