ამერიკელი მოკრივე დარწმუნებულია, რომ ფლოიდ მეივეზერის ნოკაუტით დამარცხებას შეძლებს.
სპორტსმენის თქმით, მას მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის დასამარცხებლად ყველა საჭირო მონაცემი აქვს.
„რასაკვირველია, ნოკაუტით გავიმარჯვებ. ძლიერიც ვარ და სწრაფიც. მთავარია კონცენტრირებული ვიყო“, – განაცხადა ანდრე ბერტომ.
ფლოიდ მეივეზერისა და ანდრე ბერტოს ბრძოლა ლას ვეგასში 12 სექტემბერს გაიმართება. მეივეზერს 48 გამართული მატჩიდან 26 ნოკაუტით აქვს მოგებული.
წყარო: Boxing Scene