ტრისტან ტომპსონი დათანხმდა კლივლენდის შეთავაზებულ პირობებს. ფორვარდი გუნდთან 1 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება.
ახალი ხელშეკრულების თანახმად, ტომპსონი ხელფასის სახით 6.8 მილიონ დოლარს მიიღებს.
კლივლენდი მზად იყო ტომპსონთან მრავალწლიანი ხელშეკრულების გასაფორმებლად. თუმცა, შეთავაზებულ პირობებზე უარი თავად მოთამაშემ განაცხადა.
წყარო: Sportsnet