UEFA-ს სუპერთასის მატჩის დაწყებამდე დაახლოებით 8 საათია დარჩენილი.
დინამო არენასთან გულშემატკივრები იკრიბებიან და სამახსოვრო ფოტოებს იღებენ.
„სტადიონზე შესვლა ჯერჯერობით ვერ მოვახერხე,თუმცა მგონია რომ შთამბეშტავი იქნება. დინამო არენა გარედან ძალიან ეფექტურად გამოიყურება. მოუთმენლად ველი მატჩის დაწყებას", - განაცხადა ერთერთმა გულშემატკივარმა.
მატჩისთვის დინამო არენა სრულ მზადმყოფაშია. საორგანიზაციო კომიტეტმა UEFA-სგან დადებითი შეფასება დაიმსახურა.
შეხვედრის დაწყებამდე გაიმართება გახსნის საზეიმო ცერემონია, რომელიც ზუსტად 7 წუთი გაგრძელდება და ის გაფორმებული იქნება ქართული ფოლკლორით.
UEFA-ს სუპერთასის მატჩი თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.