2002 წელს დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ბუნდესლიგის რიგით 53–ე გათამაშებას მოქმედი ჩემპიონი გახსნის. მიუნჰენში ბაიერნი ჰამბურგს უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონს არასოდეს წაუგია გახსნითი მატჩი.
გერმანიის ჩემპიონატის ფავორიტად მწვრთნელთა უმრავლესობა ბაიერნს მიიჩნევს. მათივე აზრით, ბავარიელებს ღირსეული კონკურენცია შესაძლოა ვოლფსბურგმა და დორტმუნდის ბორუსიამ გაუწიონ.
სეზონის დაწყებამდე ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ–გვერდი აქვეყნებს ვიდეოს გერმანიის სტადიონების მზადყოფნის შესახებ.
წყარო: bundesliga.de