გასული სეზონის დასრულების შემდეგ დილამ 11 ფეხბურთელი შეიძინა, მათ შორის ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი წევრებიც არიან.
ახალწვეულებს შორის კიევის დინამოს მეკარე ალექსეი შევჩენკო, ნაკრების მოთამაშეები თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი ნავალოვსკი, ოთარ მარცვალაძე, გიორგი ილურიძე და დათო კვირკველიაა.
დღეს გორის დილა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს.