ლუის ვან გაალის თქმით, დავიდ დე ხეას არ სურს მანჩესტერ იუნაიტედის შემადგენლობაში თამაში.
“გუნდში 2 ასისტნეტი მყავს და ყველა თემას მათთან ერთად განვიხილავ. ტოტენჰემთან თამაშემდე მეკარეების მწვრთნელმა ჰკითხა დავიდს სურდა თუ არა თამაში? რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო. ცხადია, რომ ეს ის დე ხეა არ არის, რომელიც შარშან იუნაიტედში ბრწყინავდა”, – განაცხადა ლუი ვან გაალმა.
ესპანელი მეკარეს სამშობლოში დაბრუნება სურს, მისი შეძენით მადრიდის რეალია დაინტერესებული.
წყარო: as.com