17 ნოემბერი 2024,   11:47
ვრცლად
გერმანიის მესამე ლიგაში ულამაზესი გოლი გავიდა

გერმანიის მესამე ლიგაში დინამო დრესდენისა და ერფიურტის მატჩში უჩვეულო გოლი გავიდა, რომელსაც გერმანელი ექსპერტები მიმდინარე წელს საუკეთესოდ მიიჩნევენ.

67-ე წუთზე 25 წლის კარსტენ კამლოტმა გოლი ვარდნაში ქუსლით გაიტანა. მართალია მისი გუნდი დინამოსთან 1:3 დამარცხდა, მაგრამ კამლოტის შედევრმა დრეზდენელთა მწვრთნელიც აღაფრთოვანა.

„ასეთი რამ ადრე მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში მინახავს“, - განაცხადა მიხაელ ჰეფელემ.

 

 

 

 

წყარო: BILD

დღის ამბები