საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ უკრაინული დნიპრო დატოვა და კარიერას ფრანგულ რეიმსში გააგრძელებს.
კანკავა ფრანგულ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. 29 წლის ნახევარმცველის სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის უცნობია.
ფეხბურთელი დნიპროში 2007 წელს, კიევის არსენალიდან გადავიდა.