თბილისის მერიის თასის ფინალურ მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიის ნაკრებთან 67:87 დამარცხდა.
ტურნირში 4 გუნდი მონაწილეობდა - საქართველო, ლატვია, იტალია და ესტონეთი. გუნდები მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.
ქართველმა კალათბურთელებმა ფინალამდე, ლატვიის და ესტონეთის ნაკრებები დაამარცხეს.