17 ნოემბერი 2024,   11:45
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება

დღეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის ხუთი მატჩი გამართება. მათგან განსაკუთრებულ ინტერესს ორი შეხვედრა იწვევს.

მანჩესტერი იუნაიტედი ბრიუგეს უმასპინძლებს. ბელგიურმა კლუბმა ინგლისში 11 მატჩი ჩაატარა და მათგან ვერცერთში ვერ შეძლო მოგება (9 წაგება, 2 ფრე).

შთამბეჭდავი სტატისტიკის მიუხედავად, მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი მოთამაშეებისგან სრულ კონცენტრაციას ითხოვს.

„ჩვენ დიდი ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით. გულშემატკივარი არ გვაპატიებს თუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოვხვდით. სწორედ ამიტომ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ლუი ვან გაალმა.

დაძაბული უნდა გამოდგეს რომში, ადგილობრივ ლაციოსა და ლევერკუზენის ბაიერს შორის გასამართი მატჩი. იტალიაში გერმანული კლუბი სუსტად თამაშობს. ლევერკუზენმა მხოლოდ ერთხელ მოიგო, სამჯერ დამარცხდა და ამდენივე მატჩი დაასრულა ფრედ. თუმცა, გერმანული კლუბის მწვრთნელს იმის იმედიც აქვს, რომ გერმანიაში სეზონი უკვე დაიწყო.

„ლაციოსგან განსხვავებით უკვე ჩავატარეთ რამდენიმე ოფიციალური მატჩი. მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ საუკეთესო ფორმაში ვართ, მაგრამ ჩემი გუნდის იმედი მაქვს“, – განაცხადა როჯერ შმიდტმა.

დღეს სულ 5 მატჩი გაიმართება:

ასტანააპოელი ნიქოზია

ბატეპარტიზანი

ლაციოლევერკუზენი

მანჩესტერიბრიუგე

სპორტინგიცსკა მოსკოვი

 

 

წყარო: UEFA.com 

 
დღის ამბები