17 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
რონალდო - 2015 წლის სპორტის ყველაზე დიდი ქველმოქმედი

ვებგვერდმა dosomething.org -მა 2015 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის ქველმოქმედებაში ყველაზე აქტიურად ჩართული ათლეტების სია გამოაქვეყნა.

მას სათავეში მადრიდის რეალის ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო უდგას.

პორტუგალიელმა გადარიცხა 5 მილიონი ფუნტი ნეპალის მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მან არამარტო საკუთარი სახსრები დახარჯა საქველმოქმედო მიზნებში, არამედ მილიონობით ფუნტის მოძიება საკუთარი ავტორიტეტით და აქტიურობით შეძლო.

გარდა ამისა, რეალის თავდამსხმელმა თავი გამოიჩინა ბავშვებთან ურთიერთობით. მადრიდში უსახლკაროდ გადაცმულმა ერთ-ერთ პატარა გულშემატკივართან ფეხბურთი ითამაშა. აზიური ტურნეს დროს კი ჟურნალისტებს მისი ფანის დაცინვის გამო დაუპირისპიდა, როდესაც ბავშვმა მას პორტუგალიურად ენაზე სწორად კითხვა ვერ დაუსვა.

რონალდო ასევე დაეხმარა ინდონეზიაში ცუნამით დაზარალებულ ბავშვს, რომელსაც სტიქიის დროს პორტუგალიის ნაკრების მაისური ეცვა.

სპორტში ყველაზე აქტიური ქველმოქმედების ათეული ასეთია:

  1. კრისტიანო რონალდო
  2. ჯონ სენა
  3. სერენა უილიამსი
  4. იუნა კიმი
  5. ნეიმარი
  6. ლებრონ ჯეიმსი
  7. ჰითერ ო’რაილი
  8. მარია შარაპოვა
  9. მონე დევისი
  10. რიჩარდ შერმანი

 

წყარო: dosomething.org

დღის ამბები