თურქეთში შოთა არველაძის მომზადებულმა ტრაბზონმა, სტამბოლში ბეშიქთაშს 2:1 მოუგო.
თურქეთში ამ შეხვედრის შედეგს უკვე უწოდეს "ტურის მთავარი სენსაცია."
მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა და შეხვედრის ერთ-ერთი გმირი პორტუგალიელი კვარეჟმა მსაჯმა გააძევა კიდეც.
სწორედ პორტუგალიელის გაძევების მერე გაიტანა ზენგინმა გამარჯვების მომტანი ბურთი.
არველაძე შენოლ გიუნეშის ყოფილი ფეხბურთელი იყო და ის მწვრთნელის სტატუსით კარიერაში პირველად დაამარცხა.
ტრაბზონსფორს შესანიშნავი სტარტი აქვს- 6 ქულა ორ შეხვედრაში.
თამაშის შემდეგ შოთა არველაძემ აღნიშნა, რომ მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს ჩემპიონობისთვის.
მან ისიც დაამატა, რომ უახლოეს პერიოდში გუნდში ორი ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს.