იამაიკელმა მორბენალმა უსეინ ბოლტმა, ჩინეთის ქალაქ პეკინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ყველაზე პრესტიჟულ 100 მეტრიან გარბენზე, ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
გარბენში ფავორიტად ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჯუსტინ გატლინი ითვლებოდა, სწორედ მას ეკუთვნის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი.
ბოლტი კი მძიმე ტრავმის შემდეგ სასურველ ფორმას იბრუნებს.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტული იამაიკელმა სპორტსმენმა 9 წამსა და 79 მეატასედში მოიპივა, გეტლინი მეორეა, მესემე ადგილზე ასევე ამერიკელი ტრევორ ბრომელი გავიდა.