1991 წლიდან მოყოლებული იუვენტუსი გახდა იტალიის პირველი მოქმედი ჩემპიონი, რომელიც სერია ა–ს პირველ ტურში დამარცხდა.
ტურინელებმა უმასპინძლეს უდინეზეს და მატჩი მინიმალური ანგარიშით დათმეს. შეხვედრის ერთადერრთი გოლი სირილ ტორომ 78–ე წუთზე გაიტანა.
„მატჩი კარგად დავიწყეთ. 70 წუთის განმავლობაში აქტიურად ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლოს დაღლა დაგვეტყო. უდინეზეს წინააღმდეგ გაუჭირდება ყველა გუნდს“, – განაცხადა მატჩის შემდეგ იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ.
წააგეს თავიანთი მატჩები მილანმა და ნაპოლიმ. როსონერი ფიორენტინამ (2:0), ნაპოლი კი სასუალომ (2:1) დაამარცხა.
წყარო: gazzetta.it