ზედიზედ სამი მატჩის მოგების შემდეგ, სიტი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სეზონი კარგად დავიწყეთ. ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ. სამ შეხვედრაში 8 გოლი გავიტანეთ და არცერთი არ გაგვიშვია. ახლა მთავარია კონცენტრაცია არ დავკარგოთ,“ – განაცხადა ევრტონთან მატჩის შემდეგ სიტის მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ.
ლივერპულში გამართულ შეხვედრაში ევრტონის კარში გოლები კოლაროვმა და ნასრიმ გაიტანეს.
მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი მოიგო ჩელსიმ. ლონდომელებმა გასვლით შეხვედრაში ვესტ ბრომვიჩი დაამარცხეს – 3:2.
აღსანიშნავია ჩელსის შემადგენლობაში პედროს დებიუტი. ლონდონელთა ახალწვეულამა ედენ აზარის პასით ანგარიში გახსნა.
წყარო: BBC