17 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
ბუნდესლიგა – ტუხელის და ფოლანდის რეკორდები

ინგლოშტადტის დიდი ანგარიშით დამარცხების (4:0) შემდეგ, დორტმუნდი ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით ბუნდესლიგას სათავეში ჩაუდგა.

ასეთი სტარტი სარეკორდოა ბორუსიას ისტორიაში. ტომას ტუხელამდე, დორტმუნდელთა არცერთ მწვრთნელს არ დაუწყია სეზონი ზედიზედ ორი გამარჯვებით. თანაც ისე, რომ ბურთები შეფარდება ყოფილიყო 8:0.

პირველ ტურში ბორუსიამ საკუთარ მოედანზე გლადბახი 4:0 დაამარცხა.

გერმანიის ჩემპიონატში კიდევ ერთი რეკორდის ავტორი კევინ ფოლანდი გახდა. ჰოფენჰაიმის ფორვარდმა მიუნჰენელთა კარი მატჩის დაწყებიდან 9 წამში აიღო.

იგივე მაჩვენებლით გოლის გატანა გასულ სეზონში კარიმ ბელარაბიმაც მოახერხა. თუმცა, ლევერკუზენელისგან განსხვავებით, ფოლანდის ბურთთან შეხება მისი გუნდისთვის შეხვედრაში პირველი იყო.

წყარო: KICKER

დღის ამბები