ხვალ საქართველოს 2015 წლის საფეხბურთო სუპერთასის გამარჯვებული გაირკვევა.
ქვეყნის ჩემპიონი გორის დილა დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელ თბილისის დინამოს დაუპირისპირდება.
დინამოს ლიბორ ჰრდლიჩკა, გიორგი რეხვიაშვილი, საბა ლობჟანიძე და ნიკა ჭანტურია ვერ დაეხმარებიან.
დილას კი ორი ფეხბურთელი დავით კვირკველია და გიორგი ილურიძე დააკლდება.
მატჩი ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება და დასწრება თავისუფალი იქნება.