17 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგა – დღეს ძირითადი ტურნირის 5 მონაწილე გაირკვევა

ჩემპიონთა ლიგაში დღეს გასამართი მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს მონაკოსა და ვალენსიას შეხვედრა იწვევს. ესპანეთში გამართული დაძაბული თამაში მასპინძლებმა სოლიდური სხვაობით მოიგეს.

ამის მიუხედავად, მონაკოს მთავარ მწვრთნელს თავისი გუნდის იმედი აქვს და ზუსტად იცის, რა არის საჭირო წარმატებისთვის.

„ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ საოცნებო მატჩი უნდა ჩავატაროთ. მთავარია, გუნდურად ვიმოქმედოთ. მიზნის მიღწევა ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ,“ – განაცხადა მონაკოს მთავარმა მწვრთნელმა, ლეონარდუ ჟარდიმმა.

ჩემპიონთა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს 5 მატჩი გაიმართება. ორი შეხვედრის ჯამში გამარჯვებული გუნდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან, დამარცხებულები კი ევროპის ლიგაზე ითამაშებენ.

დინამო ზაგრები – სკენდერბიუ (2:1)

მაკაბი თელ ავივი – ბაზელი (2:2)

მალმიო – სელტიკი (2:3)

მონაკო – ვალენსია (1:3)

შახტარი – რაპიდი (1:0)

 

წყარო: UEFA.com

 
დღის ამბები