17 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ბლატერი – „ფიფა–ში კორუფცია არ არის“

მიუხედავად ფიფა–ს მაღალჩინოსნების დაკავებისა და ორგანიზაციის გარშემო ატეხილი სკანდალისა, იოზეფ ბლატერს მიაჩნია, რომ ფიფა–ში კორუფცია არ არსებობს.

„ეს ყველაფერი გამოგონილია. ჩვენ ორგანიზაციაში კორუფცია არ არსებობს. ფეხბურთში კორუფცია არ არსებობს. ვერ გამიგია, რატომ აცხადებენ მედიასაშუალებები, რომ ფიფა კორუმპირებულია. გადადგომის შესახებ განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ ორგანიზაციის დაცვა მინდოდა. საკუთარ თავს კი დავიცავ. მე სუფთა ვარ და ვიცი, რა გავაკეთე და რა არა,“ – განაცხადა ბლატერმა.

26 თებერვალს ფიფა–ს საგანგებო კონგრესი ჩატარდება, რომელზეც ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს აირჩევენ.

 

 

წყარო: BBC Sport

 
დღის ამბები