მანჩესტერი ხვალ ჩემპიონთა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბრიუგეს შეხვდება.
ინგლისური კლუბი უკვე გაემგზავრა ბელგიაში. იუნაიტედის შემადგენლობაში კვლავ ვერ მოხვდა დავიდ დე ხეა.
ფაქტმა კიევ ერთხელ გამოიწვია სპეკულაციები ბრიტანულ პრესაში, რომ ესპანელი მეკარე სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე რეალში გადავა, თუმცა ვან გაალის თქმით, მანჩესტერი დე ხეას გაყიდვას არ აპირებს.
„ის გუნდს არ დატოვებს. ამჟამად ის არ თამაშობს, რადგან მის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო კონცენტრირებას ვერ ახერხებს,“ - განაცხადა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.
წყარო: Sky Sports