არსენ ვენგერმა გარი ნევილის კრიტიკას უსამართლო უწოდა. არსენალის მთავარი მწვრთნელის თქმით ის უბრალოდ თავისი საქმის კეთებას ცდილობს.
„როდესაც ვერ მოიგებ, ცუდია, თუმცა, სრულიად ზედმეტად მიმაჩნია გამონათქვამები თითქოს მე ქედმაღალი ვარ. ასეთი ნამდვილად არ ვარ,“ - განაცხადა ვენგერმა.
გარი ნევილმა ფრანგი მწვრთნელი ლივერპულთან ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდეგ გააკრიტიკა.
„არ მესმის რატომ არ ცდილობს ვენგერი შეცდომების გამოსწორებას ამდენი წლის განმავლობაში. ვფიქრობ ის ან ქედმაღალია ან გულუბრყვილო. მას ჭირდება მოედნის ცენრში სხვა ტიპის ფეხბურთელები. არსებული შემადგენლობით ის პრემიერლიგას ვერ მოიგებს,“ - განაცხადა ნევილმა.
მისივე თქმით, ვენგერი უდავოდ დიდი მწვრთნელია და ის მას აფასებს როგორც თავისი საქმის პროფესიონალს.