პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობას ყაზახური კლუბი მიიღებს. ნიმანია მაქსიმოვიჩის გოლის წყალობით ასტანამ ფრედ დაასრულა გასვლითი მატჩი აპოელთან.
ყაზახური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჯგუფურ ეტაპზე გასვლას უდიდესი წარმატება უწოდა.
„ჩვენ ვზეიმობთ და ძალიან გახარებულები ვართ. ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს და კლუბის გულშემატკივრებს“, – განაცხადა სამინირ სტოილოვმა.
საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი კი ლევერკუზენში გაიმართა, სადაც ბაიერმა ლაციოს უმასპინძლა და მეტოქე ადვილად დაამარცხა.
„თავიდანვე კონცენტრირებულები ვიყავით და სწორედ ეს გახდა ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი. ეს გამარჯვება სრულიად დამსახურებულია“, – განაცხადა გერმანული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, როჯერ შმიდტმა.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სათამაშო დღეს სულ ხუთი მატჩი გაიმართა:
ბრიუგე – მანჩესტერი 0:4 (1:3)
ლევერკუზენი – ლაციო 3:0 (0:1)
ცსკა მოსკოვი – სპორტინგი 3:1 (1:2)
პარტიზანი – ბატე 2:1 (0:1)
აპოელი – ასტანა 1:1 (0:1)
წყარო: uefa.com