ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის მონაწილე გუნდები 4 კალათაში არის გადანაწილებულები.
პირველში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული და ევროპის 7 უძლიერესი ლიგის ჩემპიონია განთესილი. დანარჩენ ქალათებში გუნდები UEFA-ს საკლუბო კოეფიციენტების მიხედვით არიან გადანაწილებულები.
კალათა 1: ბარსელონა, ჩელსი, ბაიერნი, იუვენტუსი, ბენფიკა, პსჟ, ზენიტი, პსვ.
კალათა 2: რეალი, ატლეტიკო, პორტუ, არსენალი, მანჩესტერი, ვალენსია, ბაიერი, სიტი.
კალათა 3: შახტარი, სევილია, ლიონი, დინამო კიევი, ოლიმპიაკოსი, ცსკა მოსკოვი, გალათასარაი, რომა.
კალათა 4: ბატე, გლადბახი, ვოლფსბურგი, დინამო ზაგრები, მაკაბი თელ ავივი, გენტი, მალმიო, ასტანა.
32 კლუბი გადანაწილდება რვა 4 გუნდიან ჯგუფში.
ცერემონიის დროს დააჯილდოვებენ უეფა–ს ვერსიით 2014–2015 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელ მამაკაცს და ქალს.
კენჭისყრა დღეს, თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.
წყარო: uefa.com