17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ვეკიჩი კირიოსის სასჯელით უკმაყოფილოა

დონა ვეკიჩმა უკმაყოფილება გამოთქვა АТР–ს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ნიკ კირიოსი დამატებით 25 ათასი დოლარით დააჯარიმეს .

„ის არ არის დისკვალიფიცირებული. ეს უბრალოდ ძალიან უცნაურია. აღარ მინდა ამის კომენტირება“, – განაცხადა ვეკიჩმა.

19 წლის ხორვატი სტენ ვავრინკას მეგობარი გოგონაა. ტორონტოში გამართული შეხვედრის დროს კი კირიოსი მივიდა სტენ ვავრინკასთან და უთხრა, რომ ვეკიჩს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა მის მეგობარ, ავსტრალიელ ჩოგბურთელ ტანასი კოკინაკისთან.

კირიოსი თავდაპირველად 10 ათასი დოლარით დააკარიმეს. ახლა კი დამატებითი სასჯელი დაუწესეს.

ნებისმიერი არასათანადო ქცევის შემთხვევაში ის ავტომატურად იქნება დისკვალიფიცირებული ყველა ტურნირიდან 28 დღის განმავლობაში.

 

 

 

წყარო: DAILY MAIL

დღის ამბები