დღეს მანჩესტერ სიტი ოფიციალურად გააკეთებს განცხადებას კევინ დე ბროინესთან 6 წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გაზეთი Bild–ი ავრცელებს.
ტრანსფერის ღირებულება 80 მილიონ ევროს გაუტოლდება, რაც ბუნდესლიგისთვის აბსოლუტური რეკორდი იქნება. გარდა ამისა, ვოლფსბურგმა შესაძლოა ბონუსის სახით დამატებით 5–8 მილიონი ევრო მიიღოს.
გასულ სეზონში გერმანიის ჩემპიონატში დე ბროინემ 10 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა. ივლისში ის ჟურნალისტების ვერსიით გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
წყარო: Bild