ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ავთანდილ ჭრიკიშვილი ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
ნახევარფინალში ჭრიკიშვილის მეტოქე იაპონელი ტაკანორი ნაგასე იყო. ქართველმა შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრაზილიელ ვიქტორ პენალბერს დაუპირისპირდება.
წყარო: Ippon.TV