17 ნოემბერი 2024,   11:49
ვრცლად
ალკანტარამ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ტიაგოსთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ბაიერნის ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ გუნდი ესპანელ ნახევარმცველთან ერთად დიდი მიზნების მიღწევას გეგმავს.

„ის ახალგაზრდაა და ძალიან მნიშვნელოვანია ბაიერნის მომავლისთვის. მიხარია, რომ მან მიუნჰენში დიდი ხნით დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო“, - აღნიშნა რუმენიგემ.

ტიაგომ ბაიერნთან კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა. ყოველწლიური ანაზღაურების სახით ის დაახლოებით 9 მილიონ ევროს მიიღებს.

 

 

 

წყარო: fcb.de

დღის ამბები