საფეხბურთო კლუბ ზესტაფონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრის სტატუსი აღუდგა.
ამის შესახებ დღეს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს და აღმასკომმა ზესტაფონისთვის წევრობის აღდგენას მხარი ერთხმად დაუჭირა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი რაც საქართველოს ორგზის ჩემპიონი კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელის, თამაზ ოდიკაძის სახელფასო დავალიანება დაფარა.
ზესტაფონს ფედერაციის ყრილობაში მონაწილეობისა და საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაც ექნება, ამრიგად არჩევნებში მონაწილეობას უკვე ხმის უფლების მქონე 35 სუბიექტი მიიღებს.
ფოტო: Fczestafoni.ge