17 ნოემბერი 2024,   11:36
ვრცლად
ევროპის ლიგა – დღეს ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება

დღეს თბილისის დროით 15:00 საათზე, მონაკოში ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

მასში მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს – საკვალიფიკაციო ეტაპის 22 გამარჯვებული, ჩემპიონთა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებული 10 გუნდი და 16 გუნდი, რომელმაც პირდაპირ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

კენჭისყრამდე გუნდები UEFA–ს კოეფიციენტის მიხედვით გადანაწილდნენ.

კალათა 1 - შალკე, ბორუსია დორტმუნდი, ბაზელი, ნაპოლი, ტოტენჰემი, აიაქსი, ვილიარეალი, რუბინი, ბილბაო, სპორტინგი ლისაბონი, მარსელი, დნეპრი.

კალათა 2 - ბრაგა, ფიორენტინა, ლაციო, ანდერლეხტი, ლივერპული, ალკმაარი, ვიქტორია პლზენი, ბრიუგე, პაოკ, სელტიკი, ბეშიქთაში, აპოელი.

კალათა 3 - მონაკო, სპარტა პრაღა, ფენერბახჩე, ლეგია, ბორდო, ლოკომოტივი მოსკოვი, ლეხი, სენტ ეტიენი, ლიბერეცი, აუგსბურგი, რაპიდი, კრასნოდარი.

კალათა 4 - პარტიზანი, ასტერასი, ბელენენსეში, რუსენბორგი, ყარაბახი, მიოლდე, დინამო მინსკი, გრონინგენი, სიონი, მიდტიულანდი, სკენდერბიუ, გაბალა.

 

 

წყარო: UEFA.com

დღის ამბები