17 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
ირვინგმა შესაძლოა იანვრამდე ვერ ითამაშოს

კაირი ირვინგი ვერ ითამაშებს 27 ოქტომბერს ჩიკაგოს წინააღმდეგ გახსნით შეხვედრაში.

კლივლენდის გამთამაშებელი ამჟამად მარცხენა მუხლზე მიღებული ტრავმის გამო სარეაბილიტაციო კურსს გადის.

რისკის თავიდან ასაცილებლად გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ირვინგს ფიზიკური კონდიციების სრულად აღდგენის დრო მისცეს.

მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღად იანვარი სახელდება.

კალათბურთელმა ტრავმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის პირველ მატჩში მიიღო. კლივლენდის წარმომადგენლები განმარტებით, მოთამაშის გამოჯანმრთელების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

 

 

 

წყარო: cleveland.com

დღის ამბები